საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტები გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტები გამოავლინეს.

სოფელ ფოლადაანთკარის მიმდებარედ, მოქალაქე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა 6,5მ³ მიწის ნაყოფიერი ფენის ტრანსპორტირებას, რომელიც, მისი განმარტებით, უცნობი პირებისგან იყიდა. უკანონოდ მოჭრილი მიწის ფენა მოპოვების ადგილზე დააბრუნეს.

სოფელ გამარჯვების მიმდებარედ კი, მოქალაქეს მოხსნილი და გასატანად გამზადებული ჰქონდა 96 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოჭრილი მიწის ნაყოფიერი ფენა.

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას მოჰყვება ისეთი ეკოლოგიური შედეგები, როგორიცაა ეკოსისტემის სტრუქტურის ცვლილება, ეროზიული/მეწყრული პროცესების გააქტიურება, ეკოსისტემის ნაყოფიერების დაცემა და სხვა. ერთი სანტიმეტრი სისქის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შექმნას, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების შემთხვევაში, 100-150 წელი სჭირდება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: