სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ფონიჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროს მიმდებარედ, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 60 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სამართალდამრღვევმა, სპეციალური ტექნიკის (ესკავატორის) საშუალებით, სალიცენზიო კონტურს საზღვრებს მიღმა, უკანონოდ მოიპოვა ქვიშა ხრეში.
შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.