საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, მდინარე ძირულას სანაპიროზე,  მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 30 კილოგრამი სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ძირულას კალაპოტიდან, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 11 ტონა სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვა დაახლოებით 30 კუბური მეტრი ოდენობის ქვიშა-ხრეში.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: