საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმარველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმარველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის  უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

გორის მუნიცპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, შპს-ს წარმომადგენლები სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდნენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ილტოზაში, შპს-ს წარმოამდგენლები ქვიშა‐ღორღის უკანონო მოპოვებას,  სალიცენზიო ტერიტორიის გარეთ აწარმოებდნენ. მცხეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ძეგვში, მოქალაქე ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო ტრანსპორტირებას.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: