საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებმა, ავტომანქანებიდან, დაახლოებით 2 კუბური მეტრი  სამშენებლო ნარჩენი დაყარეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მოქალაქემ დაყარა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი.

დაბა ლენტეხში კი, სამართალდამრღვევმა, ნარჩენის ღია წესით წვა მოახდინა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: