სიახლეები
კახეთში ნახშირის გამოსაწვავი კუსტარულად მოწყობილი, 6 უკანონო ორმო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნახშირის გამოსაწვავი კუსტარულად მოწყობილი 6 უკანონო ორმო, ე.წ. სანახშირე გამოავლინეს.
ექვსივე უკანონო სანახშირე გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, კუსტარულად მოწყობილ ორმოებში, ნახშირის უკანონო გამოწვას ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.