სიახლეები
აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მოქალაქეებმა, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ჯამში 26 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის ტრანსპორტირება მოახდინეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამივე სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.