საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

წალკაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში. მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა განთავსებული. 

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: