სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტყის ფონდის ტერიტორიის უკანონო დაკავების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტყის ფონდის ტერიტორიის უკანონო დაკავების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონოდ დაიკავა ტყის ტერიტორია, სადაც განახორციელა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოხსნა-გადაადგილება. ამასთან, მიწა და ქვა-ღორღი უკანონოდ მოიპოვა და მოპოვების მიმდებარედ ტყის ტერიტორიაზე, განახორციელა დაყრა.
შედგა შესაბამისი ოქმი, საქმის მასალები განსახილველად, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოში.