საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 2 ტონაზე მეტი სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა), ქვიშა-ხრეში და ტეშენიტი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: