სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მიმდებარედ, მოქალაქემ 15 მ3 ინერტული ნარჩენით დააბინძურა გარემო.
ქალაქ რუსთავში, მოქალაქემ სატვირთო ავტომანქანიდან 26 მ3 ინერტული ნარჩენი დაყარა.
შედგა შესაბამისი ოქმები.