საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და რაჭაში უკანონო ტყითსარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში უკანონო ტყითსარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 3 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტია, 2 კი - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის მიმდებარე ტყეში მოქალაქემ  შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე უკანონოდ მოჭრა 5 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბეს მიმდებარე ტყეში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს ერთი ერთეული წაბლის სახეობის და 2 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.

ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლენილია ქალაქ ქუთაისსა და ამბროლაურის ტერიტორიაზე. მოქალაქეები, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, 0,9 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და 7,5 კუბური მეტრი დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. მოქალაქეებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ხუთივე ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: