სიახლეები
კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 43 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 43 ფაქტი გამოავლინეს.
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 შემთხვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამართალდარღვევის 6 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში - 4 – 4 ფაქტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 3 და სამართალდარღვევის თითო-თითო ფაქტია გამოვლენილი ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეების მიერ უკანონოდ მოპოვებულია, ჯამურად, დაახლოებით 41 კუბური მეტრი ხე-ტყე.
გამოვლენილ ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 648 ფაქტი გამოავლინეს.