საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული 3 მანქანის მძღოლი, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა 15 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას. ავტომანქანები დაილუქა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ, 3 ერთეული ფიჭვის სახეობის მორის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ 2 ძირი წიფლის სახეობის ხე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრა.

დუშეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული 4 ავტომანქანის ძარაზე, ჯამში 8 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: