სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ აბაშასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, ე.წ. „ნაგვერდული“ და შავად ნამზადი დეტალი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.