საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 190 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი, მათ შორის, 5 -  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 86 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში - 6, სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლიდა ქვემო ქართლში, 8 ფაქტი - შიდა ქართლში, აჭარაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 1, ხოლო გურიის რეგიონში 2 ფაქტი გამოვლინდა. 2021 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 3-მდე ხე-ტყე.

საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.

სამართალდარღვევათა შესახებ მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: