სიახლეები
იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ქუთაისი, ჭახათის ტერიტორიაზე, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა 500 კგ. სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საქარას მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 56 ტონა სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა) და მისი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.