სიახლეები
ადიგენის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ ლელოვანში, მოქალაქემ, უკანონოდ მოიპოვა და დაახლოებით 1 კუბურ მეტრამდე საშეშე მასალისა და 15 ერთეული სოჭის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.