სიახლეები
გორში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო, მოქალაქეს, ქალაქ გორში, სასაწყობე ფართში ჰქონდა განთავსებული. დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 32 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.