სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს.
5 ერთეული უმეთვალყურეოდ მიტოვებული ელექტროხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. მანოკი გამოვლენილი და დალუქულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბუკნარსა და ბუკისციხეში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სუფსასა და ლესაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.