საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

განცხადებები

#

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ



გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, პირი ამ კოდექსით დადგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების  მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე 7 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება, გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით ჩადენილი ქმედება   დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შემოგვიერთდით: