საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები

#

ზვიად შურღაია

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

 

დაბადების თარიღი: 1975 წლის 20 თებერვალი, ქ. თბილისი

განათლება: 


1992-1999 -  ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა, იურისტის კვალიფიკაცია. 

სამუშაო გამოცდილება:


2018-დღემდე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2015-2018 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

2012-2015 - სსიპ შსს მომსახურების სააგენტო - სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს უფროსი; სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2011-2012 - სსიპ შემოსავლების სამსახური - გაფორმების დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის - „ფოთი“ უფროსი; გაფორმების ეკონომიკური ზონის „აეროპორტი“ უფროსი-დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2007-2011 - სსიპ შსს მომსახურების სააგენტო - სააგენტოს ქვეგანყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსი;

2005-2007 - შსს - კადრების მთავარი სამმართველოს ზონალური მუშაობის სამსახურის უფროსის მოადგილე;

2004-2005 - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი - №2 რეგიონული სამმართველოს (ახალციხე) დაზვერვის განყოფილების უფროსი;

2004-2004 - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი - აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ოპერატიულ-სამძებრო დარგში;

2003-2004 - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი - ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

2002-2003 - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი -კადრებთან მუშაობის სამმართველოს საშტატო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი;

2001-2002 - სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო - კადრების სამმართველოს განკარგულებაში;

2000-2001 - სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის კონტრდაზვერვის ოპერატიული მუშაკის მომზადების კურსების მსმენელი;

2000-2001 - სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო - სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის კადრების ქვეგანყოფილების უფროსი;

1995-2000- სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო - კადრების სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი; მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე; კადერბის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

1994-1995 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოფიცერი; დაზვერვის ბატალიონის ოცეულის მეთაური; 

1994-1993 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მორიგე.

 

სემინარები/ტრეინინგები:

2009 - შსს აკადემია - სატრანსპორტო საშუალებების ქურდობის და თაღლითობის კომპიუტერული მეთოდით გამოძიება;

2008 - შსს აკადემია - სატრანსპორტო საშუალებების ქურდობის და თაღლითობის გამოძიება;

2005 - ეუთოს მისია საქართველოში - კრიზისების მართვა; 

2004 - საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნო - საერთაშორისო დანაშაული. ლიონი, საფრანგეთი;

2003 - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს გაეროს ასოციაცია - ლტოლვილთა სტატუსის დადგენა, ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა;

2003 - ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის საქართველოს ოფისი - საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსი;

2003 - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახ. დეპარტამენტის ლილოს სასწავლო ცენტრი - მეთაურთა გადამზადების კურსები.

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული, ინგლისური.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი.

მისამართი: გ. გულუას 6, 0114 თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა: z.shurghaia@des.gov.ge

შემოგვიერთდით: