საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

ნადირობის სეზონი

ნადირობის სეზონი 2024 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება

 


ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013 წ.) შესაბამისად, 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება.

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით შემდეგია:


ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით



ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

 

№ ლათინური დასახელება/ქართული დასახელება/ვადები/გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

 

Anser anser რუხი ბატი    01.11 – 01.03  5 ცალი

2 Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი       01.11 – 01.03  3 ცალი

3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი)      01.11 – 01.03  5 ცალი

Anas platyrhynchos        გარეული იხვი 01.11 – 01.03          6 ცალი

5 Spatula clypeata (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03  3 ცალი

6 Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა  (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3ცალი

Fulica atra    მელოტა         01.11 – 01.03  6 ცალი

Anas acuta   კუდსადგისა  (ბოლოსადგისა) იხვი        01.11 – 01.03  3 ცალი

Mareca Penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი   01.11 – 01.03  6 ცალი

10 Anser albifrons     დიდი თეთრშუბლა ბატი  01.11 – 01.03  5 ცალი

11 Aythya fuligula     ქოჩორა ყვინთია      01.11 – 01.03  5 ცალი

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით,  ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების  ტერიტორიებზე

 

1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

2 Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი       10.09 – 31.12  2 ცალი

Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12       3 ცალი

Anas platyrhynchos            გარეული იხვი 10.09 – 31.12          5 ცალი

Spatula clypeata (Anas querquedula)        იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)10.09 – 31.12        2ცალი

6 Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა  (განიერნისკარტა) იხვი    10.09 – 31.12  2ცალი

7 Fulica atra მელოტა           10.09 – 31.12  5 ცალი

Anas acuta   კუდსადგისა  (ბოლოსადგისა) იხვი        10.09 – 31.12  2 ცალი

9Mareca Penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12    3ცალი

10Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12        3 ცალი

11Aythya fuligula      ქოჩორა ყვინთია      10.09 – 31.12  3 ცალი

 

სხვა ფრინველები

 

1  Scolopax rusticola  ტყის ქათამი 01.10 – 01.03  5 ცალი

Gallinago gallinago ჩიბუხა           აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე      5 ცალი

Coturnix coturnix   მწყერი           აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე      20 ცალი

Columba palumbus ქედანი           აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე      10 ცალი

5 Columba livia გარეული მტრედი           აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე      10 ცალი

6 Columba oenas გულიო (გვიძინი)          აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

7  Streptopelia decaocto         საყელოიანი გვრიტი           აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

Crex crex     ღალღა           აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე      5 ცალი

Lymnocryptes minimus     ჩიბუხელა (გარშნეპი)         აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი.

 

 

ნადირობა აკრძალულია:

 

• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

 

• ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

 

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.


განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _  ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი),  სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.


ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები იხილეთ დანართში.


შემოგვიერთდით: