ინსპექტირება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა სახის პლასტიკის მასალისა და ბიოდეგრადირებადი პარკების გადამამუშავებელი საწარმოების შემოწმებების შედეგები
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის № 472 დადგენილები“-ს ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის ნოემბერში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოწმებული იქნა 1 კომპანია. ინსპექტირების შედეგად დადგინდა რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევა, დაილუქა 25 600 პოლიეთილენის პარკი და კომპანიის მიმართ შედგენილი იქნა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევაზე.
2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში შემოწმდა სხვადასხვა სახის პლასტიკის მასალისა და ბიოდეგრადირებადი პარკების გადამამუშავებელი საწარმოები. სულ შემოწმებული იქნა 42 საწარმო, რომელთა საქმიანობას წარმოადგენდა ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების, პოლიეთილენის პარკების, შესაფუთი მასალების, მულჩი და პოლიეთილენის ფირების წარმოება.
ინსპექტირების შედეგად დაილუქა 2 049 000 ცალი პლასტიკის პარკი, ხოლო გამოვლენილ დარღვევებზე, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რიგ შემთხვევაში გატარდა რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევებზე.
2020 წლის ოქტომბრის თვეში შემოწმებული იქნა 5 საწარმო. პლასტიკის პარკების წარმოების
ფაქტი დადასტურდა 2 კომპანიაში, რის შედეგადაც დაილუქა 93 450 ერთეული პლასტიკის პარკი და ბიზნესოპერატორების მიმართ შედგენილი იქნა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევაზე.
2021 წლის იანვრის თვეში - შემოწმდა 36 ობიექტი, დაილუქა - 1 400 213 პარკი და 85 კგ რულონი, პარკის ნიშანდებით (დაუჭრელი).
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ რიგი კომპანიების მიერ ხორციელდება პარკების წარმოება ბიოდეგრადირებადი პარკის ნიშანდებით, ხოლო საწარმოს არ გააჩნია ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ,,საქართველოს სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც დარღვეულია "ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა.
გამოვლენილ დარღვევებზე, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგენილია ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევაზე და შემდგომი განხილვისათვის გადაგზავნილია შესაბამის სასამართლოებში შემდეგი კომპანიების მიმართ:
- შპს ,,აა პლასტი“;
- შპს ,,ზუკა და ლუკა“;
- შპს ,,სანდორა“;
- შპს ,,ჯორჯიან პოლიმერი“;
- შპს ,,გკგ ჯგუფი“;
- ი/მ ,,ინდირა მეტრეველი“;
- შპს ,,მაშო პლასტი“;
- შპს ლლ პლასტი“;
- შპს ,,გიო“;
- შპს ,,ტიტანი“.