საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

ინსპექტირება

#

საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევის შედეგები



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევები განხორციელდა მათ შორის პანდემიის პირობებშიც. ჯამში, 2020 წელს შემოწმდა 280 ავტოგასამართი სადგური (აპრილში - 29, მაისში - 251), როგორც ბენზინის საწვავის, ასევე დიზელის 350 -მდე ერთეული ნიმუში  იქნა აღებული და მათში განისაზღვრა ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებები

2020 წლის აპრილში განხორციელდა საავტომობილო საწვავის სინჯების აღება, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. აღებული იქნა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს მთვრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან.

ქვეყნის მასშტაბით 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული იქნა 92 ერთეული საწვავის სინჯი, მათ შორის 43 ერთეული დიზელისა და 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის საწვავის სინჯი. დიზელის საწვავში განისაზღვრა ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის და გოგირდის შემცველობის შესაბამისობადიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებთან, ხოლო ბენზინის საწვავში - ოქტანობის (კვლევითი მეთოდით), ტყვიისა და გოგირდის შემცველობის შესაბამისობასაავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან.

ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღებული 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან, 18 მათგანში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. 43 ერთეული დიზელის საწვავის სინჯიდან 14 მათგანში გოგირდის შემცველობა არ აკმაყოფილებდადიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმას, ხოლო 1 ნიმუშში გოგირდთან ერთად დარღვეული იყო სიმკვრივის მნიშვნელობაც.

საავტომობილო ბენზინის ნიმუშებში ოქტანური რიცხვის მნიშვნელობის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან შეუსაბამობის გამო, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 17 ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913- მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და შესაბამისი სასამართლოს მიერ დაკისრებული იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული სანქცია.

ამასთან, დიზელის ნიმუშებში გოგირდის შემცველობის გადამეტების გამო, დეპარტამენტის ხელთ არსებული მასალები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობის გამო, გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

2020 წლის მაისში, ქვეყნის მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული იქნა 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი, რომელიც შემდგომი კვლევისათვის გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოქტანობის (კვლევითი მეთოდით), ტყვიისა და გოგირდის შემცველობისსაავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად ტყვიისა და გოგირდის შემცველობა ყველა ნიმუშში შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ხოლო ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი მხოლოდ 1 ნიმუშში არ შეესაბამებოდა რეგულარის მარკისათვის გათვალისწინებულ მნიშვნელობას (არანაკლებ 91). აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913- მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და შესაბამისი სასამართლოს მიერ დაკისრებული იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული სანქცია.

შემოგვიერთდით: