სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს წიფლისა და ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული, ჯამში 7,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინეს.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.