საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერასთან შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს 8,4 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქალაქე ტრანსპორტირების წესების დარღვევით ახორციელებდა 2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას. აღნიშნული ავტომანქანის შესახებ ატვირთულ დოკუმენტებში მითითებული ზედნადები არ შეესაბამებოდა ავტომანქანის ძარაზე განთავსებულ საშეშე მერქანს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის მიმდებარედ, მოქალაქე 1,6 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში კი, 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მოქალაქეები ჯამში 1,9 კუბური მეტრი რცხილისა და 0,6 კუბური მეტრი მუხის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ. ერთ-ერთმა სამართალდამრღვევმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, მის მიმართ დამატებით დაიწერა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 5000-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: