სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია ახმეტის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებმა გარემო 2-2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით.