საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ქალაქ ზესტაფონში. მოქალაქეებმა მდინარე ყვირილაზე უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1,7 ტონა სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ავტომობილები დაილუქა. ფაქტებზე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: