სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან 4 მ3 მიწა უკანონოდ დაყარა.
შედგა შესაბამისი ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება.