სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული 2 ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტს არ შეესაბამებოდა.
ამავე ტერიტორიაზე გამოვლინდა პირველადი გადამუშავების პროდუქტის ფარულად გადატანის 2 ფაქტი. ერთ შემთხვევაში, 10 მ3 ფიცრის ცემენტის გადასატანი რეზერვუარით ტრანსპორტირებას ახდენდენ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2,3 მ3 ფიცარი ე.წ. ნაგვერდულების ქვეშ იყო განთავსებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული 3 ავტომანქანის ძარაზე ჯამში 4 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.