საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მწყერისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული მანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 1 კუბური მეტრი მურყნის (თხმელა) სახეობის დახერხილი ხე-მასალა. გადამოწმებისას გაირკვა, რომ აღნიშნულ ავტომანქანაზე გააქტიურებული არ იყო ელექტრონული ზედნადები.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ 1 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინა.

ჭიათურის მუნიციპლიტეტში, მოქალაქემ 0,5 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნისა და მუხის სახეობის 6 ერთეული მგვარი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედის ტერიტორიაზე, მოქალაქე, სატვირთო ავტომანქანით, 10 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: