სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, 17 ერთეული 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი.