საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს.

4 სამართალდარღვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი: სოფელ წანაში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, 10,5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ნაცვლად, 12, 64 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის ხე-მასალა ჰქონდა განთავსებული.

სოფელ ჩხალვარში, ორი სახერხი საამქრო, მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის ნახერხის განსათავსებელი ბუნკერის გარეშე ფუნქციონირებდა.

სოფელ დებაშში კი, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ბაზაში მითითებული 0,99 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის ხე-მასალა არ იყო განთავსებული.

1 სამართალდარღვევა გამოვლინდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნიკორწმინდაში, მოქალაქის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 21 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) გამოავლინეს. არადა, საამქროს ტერიტორიაზე, 23,9 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ხე-მასალა უნდა ყოფილიყო განთავსებული.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1 სამართალდარღვევა იმერეთში, კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში გამოავლინეს.  სახერხი საამქროს მფლობელი, საამქროსთვის საჭირო წყლის აღებას ზედაპირული წყლის ობიექტიდან ახდენდა.

სამართალდამრღვვების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: