საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია იმერეთსა და რაჭაში.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის მიმდებარე ტყეში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 12 ერთეული მურყნის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 3 ერთეული რცხილისა და წიფლის სახეობის 2 ერთეული ხე-მცენარე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 2 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 2 ერთეული წიფლის სახეობის საშეშე ხე-ტყე. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. #გარემოსდაცვა2021 #გზდ2021

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: