სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, პატარა ლილოსა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდნენ.
შედგა შესაბამისი საჯარიმო ქვითრები.