საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარედ და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკალმახისა და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ლაგოდეხში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული ალვისა და 2 ერთეული ჭალის მუხის სახეობის მრგვალი მორი, ასევე 0,1 კუბური მეტრი ალვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. ყვარელში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია: 1 ერთეული ალვის სახეობის მორი, 3 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე (კოტრი), 1,43 კუბური მეტრი წიფლის სახეობისა და 0,6 კუბური მეტრი მუხის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: