სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის მიმდებარედ, მოქალაქემ, გარემო 1 კუბურ მეტრამდე ინერტული ნარჩენით დააგვიანა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე, მუნიციპალური ნარჩენის ღია წესით წვას ახდენდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.