საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის 3 ფაქტი გამოვლენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ   ფონიჭალის მიმდებარედ და დაბა ვაზიანში, მოქალაქეებმა, ელექტრო კაბელებისა და ელასტომერული მასალის ღია წესით წვა მოახდინეს.

1 სამართალდარღვევა კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში დაფიქსირდა. მოქალაქემ გარემო ცხოველის სხეულის ნარჩენით დააბინძურა.

მოქალაქეების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: