საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისში. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 26 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშენებელი მრგვალი მორი.  

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: