სიახლეები
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ბორჯომში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 4 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა.