საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, ქალაქ ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ავტომანქანის საბურავები) ღია წესით წვას ახორციელებდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: