საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 49 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 49 ფაქტი გამოავლინეს.

ყველაზე მეტი - 20 ფაქტი გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. თელავის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 9 სამართალდარღვევა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 8, ყვარელში -  6,  გურჯაანში, სიღნაღსა და ახმეტაში - 2-2 ფაქტი.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში დაახლოებით 70 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი და მათი უკანონო ტრანსპორტირებაც განახორციელეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაქცევა და მიმალვა სცადა. შესაბამისად, მის მიმართ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალღარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც შედგა.

ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს ჯამში 173 ერთეული წიფლისა და აკაციის ხე-მცენარე და მათგან მიღებული ხე-ტყის (მორი, საყრდენი ბოძი) უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: