სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ოზურგეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ ბათუმში.
მოქალაქეებმა, სპეციალური ტექნიკის (ესკავატორები) გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 760 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი ოქმები.