საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 32 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის  რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 32 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხამის, კორბოულის, ლიჩის, ჭურნალის, ნიგვზარასა და ჯრიას მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს  18 ერთეული რცხილის, 15 ერთეული წიფლისა და 2 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების - მეჩხერისა და ქვილიშორის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 5 ერთეული რცხილისა და 2 ერთეული უხრავის სახეობის ხე-მცენარე.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 11 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 2 ერთეული რცხილისა და 1 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების - გვაზაურისა და ქუტირის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 17 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარის ქედის მიმდებარედ მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 4 ერთეული მურყანისა (თხმელა) და 1 ერთეული ტირიფის სახეობის ხე-მცენარე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 3 ერთეული აკაციისა და 1 ერთეული ძელქვის სახეობის ხე-მცენარე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 7 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყემლოვანას ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოყურეშის, ცაგერას, ზოგიშისა და ცხუკუშერის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 2 ერთეული აკაციისა და 7 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბაჯისხევისა და ჭიორას მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 3 ერთეული რცხილისა და 3 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარეები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ერთეული რცხილისა და 2 ერთეული მურყანის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 110 ერთეული, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ, შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: