სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 12 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 12 ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წევა, ძირულა, პირველი სვირი, ასევე ქალაქ ზესტაფონში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში დაახლოებით 4,3 ტონა სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).
ქალაქ ქუთაისში, ასევე ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - რიონისა და ხოტეურას კალაპოტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში დაახლოებით 40 კუბური მეტრი მოცულობის სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში).
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.