სიახლეები
თბილისში უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას. თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.
თბილისში, ავჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. ხოლო, მათი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, მოქალაქეებს ეკეთათ ნიღბები. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნავით განხორციელებული დევნის მიუხედავად, მოქალაქეებმა ნაპირზე გადასვლა შეძლეს და ადგილზე დატოვეს გასაბერი ნავი, ელექტროშოკური აპარატი, აკუმლატორი და ნიჩბები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.