სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალხინოში მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.