სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლში 105 ერთეული 1,35 მ. სიგრძისა და სხვადასხვა დიამეტრის მურყანის (თხმელას) სახეობის ხე-ტყე (მორი) იყო განთავსებული, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჭრის ადგილი დაათვალიერეს და აიღეს GPS კოორდინატები.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში, მოქალაქის მიერ 9 ერთეული რცხილას სახეობის ხის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, ტერიტორიაზე 1 მ3 საშეშე მერქანი იყო განთავსებული.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მოქალაქემ 5 ერთეული მურყანის (თხმელას) სახეობის ხე მოჭრა.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.