საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 3 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელიდან, მოქალაქე, თბილისის მიმართულებით, 25 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში, მოქალაქე, 1 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის დახერხილი ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში, მოქალაქე, მიკროავტობუსით 2,5 კუბური მეტრი ეკლისა და რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანა, მოქალაქეს 19,92 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-მასალით ჰქონდა დატვირთული. ავტომობილზე გააქტიურებული ელექტრონული ზედნადების მიხედვით დასტურდება 13,28 კუბური მეტრი ხე-ტყის კანონიერება, 6,64 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილ ხე-მასალაზე კი, მოქალაქეს, ელექრტონულ ბაზაში, არანაირი დოკუმენტაცია არ აქვს ატვირთული.

მანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: